Comments

Rated videos
 
desuza2131
საყვარელი ნომერის შეყვანა
малые самоклеющиеся этикетки . adipex 37.5
About us| Advertising| Sign in| Sign up| Rules| FAQ | Request form
2
Now watching  
ადამიანი ობობა 2 (2004)
caminho das indias 145
დემონის მსახური
Naruto Sippuuden
Animusic - Acoustic Curves 1
 
 
FAQ

რისთვის არის ეს საიტი?
TVali.ge არის ადგილი, სადაც ნებისმიერს შეუძლია მთელ მსოფლიოს გაუზიაროს თავისი გადაღებული ან სადმე ნანახი ვიდეო მთელ მსოფლიოს

მერე რა, YouTube–ზე ვერ დავდებ ჩემს ვიდეოს, რამე რომ იყოს?
რა თქმა უნდა. ათასი ვიდეოჰოსტინგი არსებობს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ:
  • Internet ქსელის ქართულ სეგმენტზე მიერთებული მომხმარებელი, მით უმეტეს Caucasus Online-ის კლიენტი TVali.ge სერვერიდან ვიდეოს შეხედავს ყოველნაერი შეყოვნების გარეშე, იმიტომ რომ სანამ ვიდეო გავა ბოლოში თავის 512 კბ/წმ სიჩქარით, ის 16 (DSL–ის შემთხვევაში) ან 20–ჯერ (ჩვენი GeLink პროექტის მომხმარებლების შემთხვევაში) მეტი სიჩქარით უკვე ჩამოიქაჩება თქვენს კომპიუტერზე და არ მოგიწევთ YouTube-ის ან სხვა საზღვარგარეთ მდებარე სერვერის შემთხვევის მსგავსად ვიდეო ჩამოქაჩვის ლოდინი.
  • TVali.ge-ზე სხვა დანარჩენი უფასო ვიდეოჰოსტინგებისგან განსხვავებით, ვიდეოს ფიზიკური ზომები არის არა სტანდარტული 320x240, არამედ 480x360, და თქვენს მიერ აქაჩული ვიდეოს ხარისხი აღარ განიცდის ხარისხის იმხელა გაუარესებას
როგორ დავამატო ვიდეო?
ჯერ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. შემდეგ ზედა მარჯვენა კუთხეში გაჩნდება ღილაკი დაამატე ვიდეო, რომელიც გადაგიყვანთ ვიდეოფრაგმენტის ატვირთვის ფორმაზე:



რომელიც უნდა შეავსოთ შემდეგი წესების დაცვით:
  • ფაილი: Browse ღილაკზე დაჭერით ამოარჩევთ თქვენს კომპიუტერზე ვიდეოფაილს რომელიც გინდათ გაგვიზიაროთ.
  • დასახელება: ამ ველში უნდა შეიტანოთ ვიდეოფაილის გონივრული დასახელება. მაგალითად, თუ კი თქვენ გინდათ ატვირთოთ რამე ნაწყვეტი ფილმიდან ბრუს ლის ან ჯეკი ჩენის მონაწილეობით, სჯობია დაწეროთ "ჯეკი ჩენი (ან ბრუს ლი, მაგალითად) ფილმში 'მსოფლიოს გარშემო 80 დღეში'" და არა "naxet ra magaria!!!!!!"
  • კატეგორია: აქ თქვენ სიიდან შეგიძლიათ ამოარჩიოთ, თუ რა კატეგორიას მიეკუთვნება თქვენი ვიდეოფრაგმენტი
  • მოკლე აღწერა: დასახელებაში ადგილის შეზღუდვის გამო შესაძლებელია ყველაფერი ვერ ჩაწეროთ, ამიტომაც ჩვენ გვაქვს მოკლე აღწერის ველი. მოკლე. თუ ამ ვიდეოს შესახებ გაგაჩნიად ვრცელი ინფორმაცია, რასაც სიტყვა "მოკლე" ვეღარ ესადაგება, დატოვეთ ბმული თქვენს გვერდზე, სადაც შეგიძლიათ ვრცლად და დეტალებში უამბოთ პატივცემულ აუდიტორიას ვიდეოში ასახული შინაარსის შესახებ. თუ კი თქვენ ჯერ–ჯერობით არ გაქვთ საკუთარი ვებ–გვერდი, ამისათვის არსებობს კომპანია "კავკასუს ონლაინის" ბლოგების უფასო სერვისი hotweb.ge და, თუ კი თქვენ ბრძანდებით ჩვენი DSL კლიენტი – უფასო ვებჰოსტინგი myweb.ge.
  • საკვანძო სიტყვები: ხომ გინდათ, ოდესმე სხვა ვინმემ ჯეკი ჩენის სხვა ვიდეოს რომ ნახავს, მივხდეთ, თუ რა აინტერესებს ამ კაცს ცხოვრებაში და თქვენი ვიდეოც შემოვთავაზოთ? გინდათ. ამისთვის საჭიროა ჩავწეროთ ამ ველში მძიმეებით გაყოფილი სიტყვები ან მოკლე ფრაზები, რომლებიც აღწერენ ვიდეოფრაგმენტის შიგთავსს. მაგალითად: ჯეკი ჩენი, კარატე, ჩხუბი, მსოფლიოს გარშემო 80 დღეში
  • სიაში გამოვიყენოთ კადრი: სანამ ვინმე აირჩევს თქვენს ვიდეოს საყურებლად, ჩვენ, აღწერასთან და სხვა ტექსტურ ველებთან ერთად, უჩვენებთ მისი ერთ–ერთი კადრის ზომაში შემცირებულ ვარიანტს. თუ რომელ კადრს ამოვირჩევთ – ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ჩაწერთ ამ ველში.
  • მაყურებლის მინიმალური ასაკი: ყოველთვის უნდა გვახსოვდეთ, რომ ბავშვები გვიყურებენ. ამიტომაც, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ვიდეოში რაიმე ისეთია, რაც ბავშვმა არ უნდა ნახოს – მიუთითეთ ამ ველში ის მინიმალური ასაკი, რის მერეც ღირს თქვენი ვიდეოს ყურება.
  • არხი: ხანდახან გინდათ გამოაქვეყნოთ რამდენიმე მოკლე ვიდეო, რომლებიც ასახავენ, მაგალითად, თქვენს მოგზაურობას კანარის კუნძულებზე (რატომ არა? ღმერთმა მეტის საშუალებაც მოგცეს). მათი ერთ დიდ ვიდეოთი დადება არ ღირს – დაგვიჯერეთ, გრძელ ვიდეოფრაგმენტების ყურებაზე მოთმინება 10% თუ ყოფნის. ამიტომ შეგიძლიათ მიყოლებით ატვირთოთ რამდენიმე მოკლე ფრაგმენტი, ხოლო მათ ერთ თემათ დასაკავშირებლად ამ ველში ამოარჩიოთ უკვე არსებული ჯგუფი, ან და, თუ კი ჯერ არ შეგიქმნიათ...
  • ...ან ახალი არხი: ...ჩაწეროთ ახალი ჯგუფის სახელი ამ ველში. როცა ვინმე ამოარჩევს ამ ჯგუფიდან ერთ–ერთ ვიდეოფრაგმენტს, მის აღწერაში მყოფ არხის ბმულზე დაჭერით გავა მთელს ჯგუფზე და ნახავს ყველა დანარჩენ ფრაგმენტს.
  • პაროლი: ხანდახან გინდათ გაუზიაროთ რომელიმე ვიდეო მარტო თქვენს მეგობრების ვიწრო წრეს. თანაც, რატომ უნდა ნახოს მთელმა მსოფლიმ თუ როგორ უმღეროდა სერენადებს "გახეული" მთრალი უშანგი ბიძიამ თქვენს სამოცი წლის მეზობელს ნაირა დეიდას? ამისთვის არსებობს პაროლის ველი, რომელსაც ჩუმად შეავსებთ და ასევე ჩუმად, ტელეფონით ან დეპეშით, გაუგზავნით უშანგი ბიძიას მეუღლეს...

და ბოლოს დააჭირეთ ღილაკს "ატვირთვა" და დაელოდეთ, სანამ ვიდეოფრაგმენტი სრულად აიტვირთება სერვერზე.
Sign up

Forgot  Password

Remember me

2010 year
Su Mo Tu We Th Fr Sa
 1  2  3  4
 5  6  7 8 9  10  11
 12  13  14  15  16  17  18
 19  20  21  22  23  24  25
 26  27  28  29  30
загрузка...
picassoft.com.ua: разработка интернет магазина в Киеве
Top 10 users

Copyright © 2007, CAUCASUS ONLINE Developed and Maintained by S-Web Design Studio.