|
შეთანხმება TVali.ge-ს ვიდეოჰოსტინგის სერვისის მოხმარების შესახებ
მოცემული დოკუმენტი აღწერს TVali.ge-ს ვიდეოჰოსტინგის სერვისის გამოყენების პირობებს. იმისათვის, რომ მივიღოთ TVali.ge-ს ვიდეოჰოსტინგის სერვისი აუცილებელია გაეცნოთ მოცემულ პირობებს და დაეთანხმოთ მის თითოეულ პუნქტს. TVali.ge-ს ვიდეოჰოსტინგის სერვისის სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ დაეთანხმეთ "შეთანხმების" ყველა პუნქტს.
- TVali.ge -ს ვიდეოჰოსტინგის სერვისის გამოყენებისას აკრძალულია:
- ნებისმიერ სახით შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი და რაიმე ფორმით ზიანის მომტანი მასალების გავრცელება.
- ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. ასევე პროპაგანდას უწევს ადამიანთა რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, რელიგიური და სოციალური ნიშნებით დისკრიმინაციასა და სიძულვილს.
- ნებისიერი სახის ინფორმაციის გავრცელება, რომლიც მიმართულია კონკრეტული ადამიანების, ადამინათა ჯგუფების ან ცხოველების მიმართ ძალადობის გამოყენებაზე.
- ისეთი მასალების გავრცელება, რომელიც შეიცავს ცნობებს ასაფეთქებელი ნივთიერებების ან მსგავსი ტიპის იარაღის დამზადებაზე ან გამოყენებაზე.
- ინტერნეტის ფასიანი სერვისების მისაღებად არასანქცირებული ინფორმაციის, კოდების, პაროლების, სერიული ნომრების და მსგავსი ცნობების გავრცელება.
- პორნოგრაფიული ხასიათის მასალებს, ასევე ინტიმური სამსახურების რეკლამის გავრცელება.
- ისეთ საიტებზე მიმართული ბმულების გავრცელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონდებლობას და ამ წესებს.
- ტექნიკურ მხარეზე პასუხისმგებლობა
- მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება რომ ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას სერვისის მიწოდების დროს შესაძლო შეფერხებებზე, სერვერზე განთავსებული ფაილების შენახვაზე და საიტების მუშაობის 100% გარანტიას.
- მომხმარებლის პასუხისმგებლობა შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში
- TVali.ge -ს ვიდეოჰოსტინგის სერვისის ადმინისტრაცია უფლებამოსილია უპირობოდ წაშალოს ან დაბლოკოს მომხმარებლისათვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და წაშალოს მის მიერ ყველა ატვირთული ფაილი, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე შეთანხების პირველი პუნქტით განსაზღვრულ რომელიმე პირობას.
- მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას აანაზღაუროს ნებისმიერი მესამე პირისათვის ან/და TVali.ge -ს ვიდეოჰოსტინგის სერვისს მიყენებული ზიანი, რაც დადგა წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მომსახურებით მომხმარებლის მიერ სარგებლობისა და მისი განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად.
|